ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

LÉquipe-ის მსოფლიო ნაკრები | კვარაცხელია ნომინანტებს შორისაა

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L'Équipe-მა 2025 წლის მსოფლიო სიმბოლური ნაკრების შედგენა დაიწყო. გამოცემის ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს და ტოპ 11-ში მოხვედრის შანსი აქვს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც შემტევი ნახევარმცველებისა და გარემარბების კატეგორიაშია ნომინირებული.

„ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გაიტანა, ზუსტად იცის, როგორ უნდა იყოს გადამწყვეტი. მას გენიალური ეპიზოდების შექმნა შეუძლია და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ნაჩვენები დაუღალავი სამუშაო ეთიკითაც შთამბეჭდავი იყო“, — წერს L'Équipe.

კვარაცხელიას კონკურენტები არიან: ბრედლი ბარკოლა, ჯუდ ბელინგემი, რაიან შერკი, ლუის დიასი, ჟერემი დოკუ, დეზირე დუე, ბრუნო ფერნანდეში, ფილ ფოდენი, მეისონ გრინვუდი, ლამინ იამალი, მარტინ ოდეგორი, მაიკლ ოლისე, კოულ პალმერი, რაფინია, ბუკაიო საკა, მოჰამედ სალაჰი, დომინიკ სობოსლაი, ვინისიუს ჟუნიორი, ფლორიან ვირცი.

ცნობისთვის, Sofascore-მა კვარაცხელია 2025 წლის ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. Sofascore-ის მიხედვით, ლიგა 1-ში „კვარას“ საშუალო შეფასება 7.27 იყო, რაც ტოპ 11-ში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შთამბეჭდავი იყო“ | სეხუდომ წლის მებრძოლად პიოტრ იანი დაასახელა
„შთამბეჭდავი იყო“ | სეხუდომ წლის მებრძოლად პიოტრ იანი დაასახელა