გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რაში აქვს მოსამატებელი მამარდაშვილს | რას წერს This is Anfield-ი

ინგლისურმა გამოცემამ This is Anfield-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და იმ მიზნებზე ისაუბრა, რომლებიც „ლივერპულის“ ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ. სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში გიორგი მამარდაშვილიც მოექცა და „მამარდასთან“ მიმართებით აქცენტი ფეხით თამაშზე გაკეთდა.

„ალისონის ტრავმამ მამარდაშვილს სადებიუტო შეხვედრების ჩატარების შანსი მისცა. გიორგის თამაშში ვნახეთ კომპონენტები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ერთ-ერთი ბურთის განაწილებაა. ამ მხრივ მამარდაშვილმა პროგრესი აჩვენა მას შემდეგ, რაც თანაგუნდელები შეეგუენ, რომ ცაციაა, თუმცა ეს ასპექტი კიდევ უფრო უნდა დახვეწოს“, — წერს This is Anfield.

ცნობისთვის, ალისონის არყოფნის პერიოდში მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგის 4 და პრემიერ ლიგის 5 მატჩი ჩაატარა. საერთო ჯამში ქართველმა მეკარემ კარი სამჯერ მშრალად შეინახა და 15 გოლი გაუშვა. ბრაზილიელის ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, მამარდაშვილს სათამაშო შანსი აღარ მისცემია.

რაც შეეხება „ლივერპულს“, არნე სლოტის გუნდს 32 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება. „წითლები“ ლიდერ „არსენალს“ 13 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა „მეთოფეებზე“ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიგა 1-ის წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს | კვარა საუკეთესო მარცხენა გარემარბებს შორის
ლიგა 1-ის წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს | კვარა საუკეთესო მარცხენა გარემარბებს შორის