ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ლიგა 1-ის წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს | კვარა საუკეთესო მარცხენა გარემარბებს შორის

ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა, ლიგა 1-ის წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. Sofascore-ის ტოპ 11-ში „პარი სენ-ჟერმენის“ სამი ფეხბურთელი მოხვდა და ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

Sofascore-ის მიხედვით, ლიგა 1-ში „კვარას“ საშუალო შეფასება 7.27 იყო, რაც სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა. მის გარდა, პსჟ-დან გამოარჩიეს ვიტინია (7.57) და ლუკას ბერალდო (7.24).

მათ გარდა, წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ: ამინ გუირი („მარსელი“), მეისონ გრინვუდი („მარსელი“), ანდრეი სანტოსი („სტრასბურგი“), ადრიენ რაბიო („მარსელი“/„მილანი“), ადრიენ ტრიუფერი („რენი“), რიბეირო („ლილი“), არონ დიუნუმი („ტულუზა“) და ჯორჯე პეტროვიჩი („სტრასბურგი“).

გეტყვით იმასაც, რომ სპორტულმა პლატფორმამ Score 90-მა ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის მეორე საუკეთესო მარცხენა გარემარბად დაასახელა. ქართველ ფეხბურთელს მხოლოდ რაფინია უსწრებს, მის შემდეგ კი ვინისიუს ჟუნიორი, ლუის დიასი და მაიკლ ოლისე მოდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, მომავალში თავდამსხმელი წინ იყოს“, - თამაშგარის წესი იცვლება?
„შესაძლოა, მომავალში თავდამსხმელი წინ იყოს“, - თამაშგარის წესი იცვლება?