ენტონი ჯოშუა
Aa
Aa

ავტოავარიის ახალი დეტალები | ჯოშუა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

ინგლისელი მოკრივე ენტონი ჯოშუა მძიმე ავტოავარიაში მოყვა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედია ლაგოსი–იბადანის ავტომაგისტრალზე მოხდა და ბოლო საათებში მის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა.

ავტოავარია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოხდა. ნიგერიელი სამართალდამცველების ინფორმაციით, შავმა „ლექსუსმა“, რომელშიც ჯოშუა იმყოფებოდა, კანონით დადგენილ სიჩქარეს გადააჭარბა და გასწრების მანევრის დროს კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა.

ჯოშუას პრომოუტერის, ედი ჰირნის განცხადებით, გარდაიცვალნენ „ეიჯეის“ ახლო მეგობრები და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები — სინა ღამი და ლატიფ აიოდელე. ღამი ჯოშუას ფიზიკურ მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო აიოდელე მისი პირადი მწვრთნელი გახლდათ.

ჯოშუა საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ინგლისელი მოკრივე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ენტონი მარცხენასაჭიანი მანქანის მძღოლის უკან იჯდა, რამაც, სავარაუდოდ, მისი სიცოცხლე იხსნა. ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს მარჯვენა კუთხით დაეჯახა, ხოლო ღამი და აიოდელე მძღოლის მარჯვნივ ისხდნენ.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯოშუამ მუხლი და ნეკნი დაიზიანა, თუმცა ბრიტანულ პრესაში ვარაუდობენ, რომ დაზიანებები შესაძლოა ბევრად მძიმე იყოს. Daily Mail-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ჯოშუას მოკრივის კარიერა საფრთხის ქვეშ დადგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერს აკეთებენ, რომ ილიას მალე შეახვედრონ“ - როკჰოლდმა UFC გააკრიტიკა
„ყველაფერს აკეთებენ, რომ ილიას მალე შეახვედრონ“ - როკჰოლდმა UFC გააკრიტიკა