პსჟ, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

“მსოფლიოში საუკეთესოები ხართ“ - ალ-ხელაიფიმ პსჟ-ს გულშემატკივრებს მიმართა

პარი სენ ჟერმენისთვის 2025 წელი უნიკალური აღმოჩნდა. ფრანგულმა გრანდმა 6 ტიტული მოიგო. გუნდის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განვლილი წელი შეაფასა.

ალ-ხელაიფი:

„ძვირფასო გულშემატკივრებო, 2025 წლის დასასრულს, მთელი „პარი სენ-ჟერმენის“ ოჯახის სახელით, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ და საუკეთესო სურვილები გისურვოთ 2026 წლისთვის.

წელი, რომელიც სრულდება, მართლაც გამორჩეული იყო. ჩვენი მამაკაცთა გუნდის მიერ მოპოვებული მეექვსე ტიტული დაემატა იმ ტიტულებს, რომლებიც კლუბის სხვა სექციებმა მოიგეს: პსჟ-ს ხელბურთის გუნდი — საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიის განმავლობაში უკვე მე-12-ედ გახდა. პსჟ/ძიუდო — შერეული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეორედ. ჩვენი U19 გოგონათა და ვაჟთა გუნდები — საფრანგეთის ჩემპიონები! და არ უნდა დაგვავიწყდეს ქალთა გუნდი, რომელიც ახალ და ამბიციურ ციკლს იწყებს.

როდესაც კლუბმა რეკორდული რაოდენობის მატჩები ჩაატარა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში — შეერთებული შტატებიდან დოჰამდე — თქვენ ყველგან ჩვენთან იყავით. სახლში და გასვლაზე, ყველა ტურნირზე, საბოლოო სასტვენამდე. თქვენი ხმებითა და სტადიონზე გამოფენილი ტიფოებით სრულად გამოიხატა „პარი სენ-ჟერმენის“ სიამაყე და ძალა. თქვენ გარეშე ეს სანახაობა ასეთი დიდებული ვერ იქნებოდა.

დღეს, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, პარი სენ-ჟერმენი ძლიერია, რადგან მას მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს. ერთად, ერთიანად და ვნებით სავსენი — მოედანზე, კულისებში და ტრიბუნებზე, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ისტორიის ულამაზესი გვერდების წერას და გავაბრწყინებთ „პარი სენ-ჟერმენს“. გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს ბედნიერ და წარმატებულ 2026 წელს.“

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით 2025 წელს 6 ტიტული მოიგო. საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასი. სამწუხაროდ, ლუის ენრიკეს გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსისთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“თუ წავა დიდი დანაკარგი იქნება“ - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე
“თუ წავა დიდი დანაკარგი იქნება“ - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე