კარგი თამაში დაუფასდა - წიტაიშვილი მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
მიუხედავად იმისა, რომ მეცს ცუდი სეზონი აქვს, გიორგი წიტაიშვილის მხოლოდ ქებას იმსახურებს.
რამდენიმე დღის წინ, ფრანგული გუნდის ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნდა გამოკითხვა, რომელშიც გულშემატკივრები თვის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენდნენ.
თვის MVP-ის წოდებისთვის მეცის 4 ფეხბურთელი იბრძოდა და მათ შორის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წიტაიშვილი იყო.
გამოკითხვა დასრულდა და გამარჯვებული გიორგი გახდა. ჯვაროსნების შემდეგი მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
Vous avez élu Giorgi Tsitaishvili ???????????????????????? ???????? ???????????????? de décembre ! ????
— FC Metz ☨ (@FCMetz) December 30, 2025
Félicitations Giorgi ????????
???? #Flitbix
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მეცი ლიგა 1-ში დარჩენისთვის იბრძვის. ლე მენიოს გუნდს 16 ტურის შემდეგ, 11 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება წიტაიშვილს, მან 16 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.