ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

იჯარა და პირველი მეკარის სტატუსი - გუგეშაშვილს პანეთოლიკოსი ეპატიჟება

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერებოდა, რომ ლუკა გუგეშაშვილი თემურ ქეცბაიას ანორთოსისში გააგრძელებდა კარიერას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ამის შანსი საკმაოდ მცირეა.

ბერძნული მედია ქართველ მეკარესთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ მისი გადაბირებით პანეთოლიკოსი ინტერესდება და პაოკთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას.

განიხილება იჯარის წესით გადასვლა, რადგან ამ ეტაპზე პაოკს ლუკას გაყიდვა არ სურს. მათი ეს პოზიცია ცოტა უცნაურია, რადგან გუგეშაშვილს პაოკში სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერის განხორციელების დროს, ქართველ კარის დარაჯს ბერძნული კლუბი პირველ მეკარეობას ჰპირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ცნობისთვის, პანეთოლიკოსში სხვადასხვა წლებში ლევან შენგელია და ჯიმი ტაბიძე თამაშობდნენ. ასევე გეტყვით, რომ ბერძნული კლუბი ლუკა გუგეშაშვილს პაოკის მსგავსად პირველი მეკარის სტატუსს ჰპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორინოს დაცვის გაძლიერება სურს | სამი კანდიდატიდან ერთი გოგლიჩიძეა
ტორინოს დაცვის გაძლიერება სურს | სამი კანდიდატიდან ერთი გოგლიჩიძეა