კიევის დინამო, ლექსო ფეიქრიშვილი
Aa
Aa

ფეიქრიშვილის იჯარის ვადა ამოიწურა | კიევის დინამოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

კიევის „დინამოს“ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველთან, ლექსო ფეიქრიშვილთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის „დინამოში“ იყო განათხოვრებული. ამის შესახებ ავტორიტეტული უკრაინული გამოცემა Sport.ua იტყობინება.

გამოცემის წყაროების ცნობით, ფეიქრიშვილის იჯარა 31 დეკემბრამდეა გათვალისწინებული და თბილისური კლუბი შეთანხმების გახანგრძლივებას არ აპირებს, ამიტომ ახალგაზრდა ფეხბურთელი კიეველების განკარგულებაში დაბრუნდება, სადაც, დიდი ალბათობით, მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იანვარში მიიღებენ.

„ზაფხულში ფეიქრიშვილი თბილისის „დინამოს“ შეუერთდა, თუმცა პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა და მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა (ერთი ჩემპიონატში და ერთი თასზე). ასევე, 17-ჯერ ლექსომ „დინამოს“ მეორე გუნდში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა“, - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ლექსო ფეიქრიშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, 2024 წელს ის 300 ათას ევროდ კიევის „დინამომ“ შეიძინა.

აქვე გეტყვით, რომ 2023 წელს The Guardian-ის მიერ შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო ტალანტებს შორის ფეიქრიშვილი მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები | რომელ ადგილზეა რეიტინგში მამარდა
ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები | რომელ ადგილზეა რეიტინგში მამარდა