კავაი ლეონარდი
Aa
Aa

კავაის მასტერკლასი | კარიერის საუკეთესო შედეგი და გამარჯვება დეტროიტთან

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. ლოს ანჯელესელები საშინაო არენაზე აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდნენ და კავაი ლეონარდის ფენომენალური თამაშის წყალობით, მეტოქე 112:99 დაამარცხეს.

ლეონარდმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 55 ქულა დააგროვა. გარდა ამისა, მას 11 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 3 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. კავაიმ 39 წუთში 26-დან 17 ბურთი ჩააგდო (10-დან 5 სამიანი) და 17-დან 16 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ლეონარდმა  ჯეიმს ჰარდენის რეკორდი გაიმეორა და „კლიპერსის“ ისტორიაში, ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების რაოდენობით, „წვერას“ გაუთანაბრდა.

„დეტროიტთან“ შეხვედრაში ჯეიმს ჰარდენმა 40 წუთი ითამაშა და 28 ქულა დააგროვა, ხოლო ნიკოლა ბატუმს 12 ქულა ჰქონდა. „პისტონსის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი კეიდ კანინგემი იყო — 27 ქულა. ჯეილენ დურენმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა — 18 ქულა და 14 მოხსნა.

ცნობისთვის, „კლიპერსს“ 10 მოგება და 21 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. ლოს ანჯელესელები საპლეიოფო ზონას ორი მოგებით ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრას 31 დეკემბერს, „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Goal.Com-ის ოქროს ბურთის რეიტინგი - მესი ათეულშია
Goal.Com-ის ოქროს ბურთის რეიტინგი - მესი ათეულშია