35 წლის ასაკში - პიანიჩმა კარიერა დაასრულა
Aa
Aa

35 წლის ასაკში - პიანიჩმა კარიერა დაასრულა

საფეხბურთო სამყაროს ერთ დროს გამორჩეული ფეხბურთელი ემშვიდობება. მირალემ პიანიჩმა 35 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

ბოსნიელმა ნახევარმცველმა სხვადასხვა დროს მეცში, ლიონში, რომაში, იუვენტუსში, ბარსელონაში, ბეშიქთაშში, შარაიაში და მოსკოვის ცსკ-ში ითამაშა.

მირალემის კარიერის მწვერვალი რომაში და იუვენტუსში თამაში იყო. ტურინული გრანდის დატოვების შემდეგ, მან კარიერა ბარსელონაში გააგრძელა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და ყველაფერი უკან წავიდა.

პიანიჩმა ბარსელონაში 2 სეზონი გაატარა. 2020/2022 წლებში მან ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია. ცნობისთვის, 21/22 წლების სეზონი მან იჯარის წესით ბეშიქთაშში გაატარა.

მისი უკანასკნელი კლუბი კი მოსკოვის ცსკ იყო, რომელსაც უკრაინასთან ომის გამო უეფა-მ ევრო ტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები