გიორგი ზარია
Aa
Aa

ადგილობრივი ინტერესი - ზარიას გადაბირება ყაზახურ გუნდებს სურთ

გიორგი ზარიასა და კაირატს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება არ შედგა. ქართველი ნახევარმცველი კლუბს ტოვებს.

ყაზახური გამოცემა Vesti-ის ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველის გადაბირებით კვლავ ყაზახური გუნდები ინტერესდებიან, თუმცა სახელები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გამოცემა Transfermarkt-ის ინფორმაციით, ზარიას სატრანსფერო ღირებულება 900 000 ევრო გახლავთ. მიმდინარე სეზონში გიორგიმ თავი იმდენად კარგად წარმოაჩინა, რომ აღნიშნული ფასის გადახდა სხვა კლუბებს უღირთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 2024 წლიდან „კაირატში’’ თამაშობს, ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (2024, 2025), 28 წლის ცაცია შემტევმა მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში 5 მატჩი ჩაატარა (1 სასტარტოში), „კოპენაჰგენთან’’ საგოლე პასი შეასრულა.

ზარიასთვის „კაირატი'' პირველი უცხოური კლუბი იყო. მანამდე „სასკოში'', თბილისის „დინამოსა'' და ბათუმის „დინამოში'' ასპარეზობდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი თამაში დაუფასდა - წიტაიშვილი მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
კარგი თამაში დაუფასდა - წიტაიშვილი მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა