ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

“თუ წავა დიდი დანაკარგი იქნება“ - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე

როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილის გადაბირება არაერთ ევროპულ გუნდს სურს, თუმცა ჯერჯერობით ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ გაურკვევლობაა.

ჯვაროსნების შემტევის სენტ-ეტიენიდან შესაძლო წასვლაზე ფრანგი სპორტული ჟურნალისტი რომენ მოლინა წერს.

მოლინა:

„ზურიკო დავითაშვილმა და ლუკას სტასენმა სენტ-ეტიენის ლიგა 1-ში დატოვება ვერ შეძლეს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სხვა გუნდში გადასვლა ვერ შეძლეს. ამის მთავარი მიზეზი ხელმძღვანელობაა, რომლებმაც შეთავაზებები დაბლოკეს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდა და შეთავაზებებიც განახლდება. კარგი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ხელმძღვანელობამ ამ ორი ფეხბურთელიდან ერთი გაუშვას, თუმცა ჩემი აზრით სტასენის წასვლა ჯობს, რადგან ის მიმდინარე სეზონში თავის თავს არ ჰგავს. მას წასვლა უნდა და ეს ახალი არავისთვის არის.

ზურიკო დავითაშვილი პრობლემებს არასდროს ქმნის. ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ძნელია ისეთი გარემარბის პოვნა, რომელიც ამდენ გოლს გაიტანს. თუ სენტ-ეტიენი მის გაშვებას დათანხმდება, ეს დიდი დანაკარგი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა საფრანგეთის ლიგა 2-ში 15 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ შედეგით ის ბენტაიებთან და დურანდთან ერთად ჩემპიონატის თანაბომბარდირია.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იჯარა და პირველი მეკარის სტატუსი - გუგეშაშვილს პანეთოლიკოსი ეპატიჟება
იჯარა და პირველი მეკარის სტატუსი - გუგეშაშვილს პანეთოლიკოსი ეპატიჟება