უოტფორდმა ნორვიჩს მოუგო - ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა
ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სტუმრად „ნორვიჩს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.
ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე, ვივალდო სემედუმ გაიტანა.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ჩაკვეტაძის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 42 შეხება, 29-დან 27 ზუსტი პასი (93%), 4-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, 1 საკვანძო პასი, კარისკენ 1 არაზუსტი დარტყმა, 1 განმუხტვა, 6-დან 3 მოგებული პოზიციური დუელი, Sofasore-ის შეფასება - 6.8.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ შემადგენლობაში მე-8 მატჩი ჩაატარა და საგოლე მოქმედება ჯერჯერობით, არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ქართველ შემტევს 2025 წლის აპრილის შემდეგ არ ჰქონია ნათამაშები და მოედანს სულ რაღაც 1 თვის წინ დაუბრუნდა. საგულისხმოა, რომ დაბრუნების შემდეგ, ჩაკვეტაძემ პირველად ითამაშა შეუცვლელად.
24 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 38 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 1 იანვარს, საქართველოს დროით 19:00 საათზე საკუთარ მოედანზე „ბირმინგემის“ წინააღმდეგ გამართავს.