ლუის ენრიკე
Aa
Aa

„მნიშვნელოვანი თამაშია, სამი ქულა გვჭირდება“ | ლუის ენრიკე მეცთან მატჩის წინ

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის გუნდის მომდევნო მეტოქე გიორგი ქვილითაიას, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი წიტაიშვილის „მეცი“ გახლავთ და ენრიკეს თქმით, პსჟ-ს სამი ქულის აღება ძალიან სჭირდება.

მონაკოსთან გამარჯვება

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მონაკოსთან მატჩში ვნახე. კმაყოფილი ვარ გუნდის სიმტკიცითაც. 0:2-ს ვაგებდით და მაინც გავიმარჯვეთ. გახარებული ვარ იმით, თუ როგორ გაუმკლავდნენ ფეხბურთელები ამ რთულ გამოწვევას. საერთო ჯამში, ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ამ და წინა ორ სეზონში უამრავი პრობლემა შეხვდა, მაგრამ სიმტკიცე გამოავლინა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

მეცთან მატჩის მნიშვნელობა

„მეცთან მატჩს ისე მივუდგებით, როგორც ყველა სხვა შეხვედრას. ეს მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ლანსზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ და სამი ქულა ავიღოთ. არ მახსენდება არც ერთი შეხვედრა ბოლოადგილოსანი მეტოქეების წინააღმდეგ, რომელიც პრობლემების გარეშე ჩაგვეტარებინოს. ეს სამი ქულა გვჭირდება.“

სატიტულო რბოლა

„ლანსი სერიოზული გუნდია. ბევრი მატჩი მოიგეს და პირველ ადგილზე ყოფნას იმსახურებენ. ჩვენთვის ეს დამატებითი მოტივაციაა. რამდენიმე მატჩის წინ ფეხბურთელებს ვესაუბრეთ, თუ რამდენად რთულია ჩემპიონობა. იმავე რაოდენობის ქულა გვაქვს, რაც გასულ ორ სეზონში გვქონდა, მაგრამ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან კონკურენცია გაიზარდა.“

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მეცის“ დაპირისპირება 22 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 00:05-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე შეტევა წამოიწყო, ორი ყვითელი მიიღო | მორჩილაძის ევროპული დებიუტი
საგოლე შეტევა წამოიწყო, ორი ყვითელი მიიღო | მორჩილაძის ევროპული დებიუტი