თორნიკე მორჩილაძე
Aa
Aa

საგოლე შეტევა წამოიწყო, ორი ყვითელი მიიღო | მორჩილაძის ევროპული დებიუტი

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში თორნიკე მორჩილაძის „რიეკას“ მეტოქე „ომონია“ გახლავთ. ხორვატულმა კლუბმა პირველი შეხვედრა სტუმრად გამართა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა, ხოლო ქართველ ფეხბურთელს „რიეკას“ მაისურით ევროტურნირებზე დებიუტი ჰქონდა.

მორჩილაძემ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო. 5 წუთში მან უხეში ვარდნა შეასრულა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა. 87-ე წუთზე თორნიკემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, ტიაგო დანტასს გაუკეთა პასი და პორტუგალიელი ფეხბურთელის დაბალ ჩაწოდებას დანიელ ადუ აჯეის ლამაზი გოლი მოჰყვა.

სამწუხაროდ, მორჩილაძე მალევე გააძევეს. 89-ე წუთზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა მეტოქეს მოქაჩა, საჯარიმოში შესვლის უფლება არ მისცა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, „რიეკამ“ უპირატესობა შეინარჩუნა.

ცნობისთვის, კონფერენს ლიგის პლეიოფში გაბრიელ სიგუას „ლოზანამაც“ იასპარეზა. სიგუა განაცხადში არ ყოფილა, მისმა გუნდმა კი „სიგმასთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარი სენ-ჟერმენის ამბიციური გეგმები | ჰოლანდის კანდიდატურას განიხილავენ
პარი სენ-ჟერმენის ამბიციური გეგმები | ჰოლანდის კანდიდატურას განიხილავენ