მარკის რიდი
Aa
Aa

„ერთად ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ“ - რიდი თბილისში ჩამოვიდა

საქართველოს ნაკრებს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი შეუერთდა - მარკის რიდი თბილისში დღეს ჩამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის გამო გადაღლილი იყო, პირველივე წუთებიდან ნაკრებს შეუერთდა, ახალი თანაგუნდელები გაიცნო და ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ კი, 30 წლის ამერიკელმა, რომელსაც როგორც მსროლელის, ასევე გამთამაშებლის პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია ასპარეზობა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა.

მარკის რიდი

რეგისტრაცია პირველივე დღეს გავიარე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნელ-ნელა ვეჩვევი ახალ გარემოს და ქვეყანას. ვგრძნობ, რომ თანაგუნდელებმა, ქვეყანამ, მწვრთნელმა ძალიან თბილად მიმიღეს. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მინდა თამაშზე გავლენა რაც შეიძლება მალე მოვახდინო, რათა რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგება შევძლოთ. მოუთმენლად ველოდები ახალ თანაგუნდელებთან ერთად ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ მარკის რიდი „ტრაბზონსპორის“ ღირსებას იცავს, შარშან კი „თოფაშის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. ის ბოლო ორი სეზონია თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხდება და წელს ყველაზე შედეგიანი მოთამაშეებს შორის ლიდერის პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია | ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება დაიწყო
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია | ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება დაიწყო