გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

2026 წელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია | Onda Cero მიქაუტაძეზე

ესპანური გამოცემა Onda Cero გიორგი მიქაუტაძის ბოლოდროინდელ შედეგიან თამაშს ეხმაურება. სტატიის ავტორის, ვიქტორ ფრანჩის აზრით, გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალში ადგილი დაიმკვიდრა და ის მოლოდინები გაამართლა, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს ახლდა.

„მიქაუტაძე ვილიარეალში ამ ზაფხულს ვარსკვლავის სტატუსით და კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენის სახელით მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ადაპტაციას რამდენიმე თვე დასჭირდა, რომლის განმავლობაშიც თავის ხარისხს მხოლოდ ეპიზოდურად აჩვენებდა, მან საბოლოოდ გამოავლინა ლა სერამიკაზე თავისი რეალური შესაძლებლობები.

ლევანტესთან შეხვედრაში მისმა გოლმა გუნდს 3 ქულა მოუტანა, რომელსაც სეზონის ბოლოს შესაძლოა ოქროს ფასი ჰქონდეს, თუ ყვითლები ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების მიზანს მიაღწევენ. ეს იყო კიდევ ერთი გოლი მისი შესანიშნავი ფორმის დასადასტურებლად და ზედიზედ მესამე ტურში გატანილი ბურთი. ახლა უკვე ლიონის ყოფილი ფეხბურთელი ყვითლების მთავარი შემტევი ძალაა და სწორედ ის მოთამაშეა, რომლის სანაცვლოდ კლუბმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა.

2026 წლის დაწყებიდან მოყოლებული უკვე ხუთი გოლი გაიტანა, რაც მას წლის პირველ ორ თვეში ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად აქცევს. ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი შვიდი გოლით ქართველი მხოლოდ მოლეიროს ჩამორჩება და გუნდის მეორე საუკეთესო ბომბარდირია მიმდინარე სეზონში. ასევე, 2026 წლის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ცენტრალური თავდამსხმელია''.

2026 წელს მიქაუტაძემ ლა ლიგის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, 8 მატჩში 7 საგოლე მოქმედება შთამბჭდავი სტატისტიკაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბიჭი, რომელმაც იუვენტუსი გააოცა - ტალანტი ნიკოლოზ კობზონაძე | კონტრ-შეტევა
ბიჭი, რომელმაც იუვენტუსი გააოცა - ტალანტი ნიკოლოზ კობზონაძე | კონტრ-შეტევა