„ტრანსვესტიტთან ცხოვრობს და ღირებულებებზე გვესაუბრება“ - ჩილავერტმა მბაპეს უპასუხა
„ბენფიკა“ – „რეალის“ (0:1) მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე საათი არ გავა, რომელიმე ცნობილმა ფეხბურთელმა, ან ვეტერანმა მოთამაშემ კომენტარი არ გააკეთოს. უმრავლესობა თვლის, რომ თუ ჯანლუკა პრესტიანის მხრიდან ვინისიუსისადმი რასისტულ შეურაცხყოფას ადგილი მართლაც ჰქონდა, ის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, თუმცა საპირისპირო მოსაზრება აქვს ლეგენდარულ პარაგვაელ მეკარეს, ხოსე ლუის ჩილავერტს, რომელმაც საუბარი ვინისიუსის თანაგუნდელის, კილიან მბაპეს შეურაცხყოფით დაიწყო.
ხოსე ლუის ჩილავერტი
კილიან მბაპე გამოდის და ღირებულებებზე გვესაუბრება, ამ დროს კი თავად ტრანსვესტიტთან ცხოვრობს, რაც სრული აბსურდია. ყველას შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ მამაკაცი თუ ხარ, ქალთან უნდა ცხოვრობდე და არა ტრანსვესტიტთან.
პრესტიანის დაცვაა საჭირო. რისთვის უნდა დაისაჯოს? თუ მას დასჯიან, გამოდის, რომ ჩვენთვის სამაგალითო გეი-საზოგადოება და ლესბოსელები უნდა გახდნენ. ადრე ფეხბურთი კაცების სპორტი იყო, ვიდეოს და მიკროფონების გამოჩენის შემდეგ კი, უფრო ქალური გახდა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს ტრანსვესტითან ცხოვრების ამბავი 2022 წელს ერთ-ერთმა იტალიურმა გამოცემამ გაასაჯაროვა და მისი მეგობარი-გოგონა სახელი და გვარი ინეს რაუც დასახელდა.