ჟოზე მოურინიო, ლილიან ტურამი
Aa
Aa

„აზროვნებს როგორც თეთრი ადამიანი“ - ტურამი მოურინიომ გააბრაზა

„ბენფიკა“ – „რეალის“ (0:1) მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ყურადღების ცენტრში როგორც ყოველთვის ვინისიუსი მოექცა, რომელიც აცხადებს, რომ კიდევ ერთი რასისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. „სამეფო კლუბის“ ბრაზილიელ ფეხბურთელს ბევრი დამცველიც გამოუჩნდა და ბევრი მოწინააღმდეგე. მოწინააღმდეგეთა შორის კი იყო ლისაბონური კლუბის დამრიგებელი ჟოზე მოურინიო, რომელმაც განაცხადა, რომ შეფასებების დროს ბრაზილიელი აშკარად აჭარაბებს, რის გამოც პორტუგალიელი სპეციალისტი წარსულში ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა ლილიან ტურამმა საჯაროდ გააკრიტიკა:

„ჟოზე მოურინიო არაჩვეულებრივი სპეციალისტია შესანიშნავი კარიერით, რომელსაც ძალიან ბევრ ფერადკანიან ფეხბურთელთან უმუშავია და წესით, მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. მიუხედავად ამისა, ბედავს და რასისტული ქმედებების ნამდვილობაში ეჭვი შეაქვს. რატომ უნდა გადაუწყვიტოს მან ვინისიუსს როგორ მოიქცეს მოედანზე და როგორ აღნიშნოს გატანილი გოლი? მის შეფასებებში ნარცისიზმის სუნს ვგრძნობ და აზროვნებს როგორც თეთრკანიანი ადამიანი.

როგორ ფიქრობთ, ის შეურაცხყოფა, რომელიც ვინისიუსს მიაყენეს, მისი საქციელიდან იყო გამომდინარე? რისი თქმა გინდათ? სკოლაში ფერადკანიან ბავშვებს იმიტომ დასცინიან, რომ ცუდი ყოფაქცევა აქვთ? სანამ მსგავსი მიდგომები არ მოისპობა და ერთი იდეის გარშემო არ გავერთიანდებით, რასიზმთან ბრძოლაში სათანადო შედეგს ვერ მივიღებთ“.

ცნობისათვის, „ბენფიკა“ – „რეალის“ (0:1) მატჩის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიო  აღნიშნა, რომ უცნაურად ეჩვენება ის ფაქტი, რომ მსგავსი შემთხვევების ეპიცენტრში ყოველთვის ვინისიუსი ხდება, რაც გარკვეულწილად მის ბრალეულობაზეც მიანიშნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინის მაიმუნი 5-ჯერ დაუძახა“ | მბაპეს კომენტარი რასისტულ სკანდალზე
„ვინის მაიმუნი 5-ჯერ დაუძახა“ | მბაპეს კომენტარი რასისტულ სკანდალზე