ვინისიუს ჟუნიორი, ჯანლუკა პრესტიანი
Aa
Aa

ვინისიუსი-პრესტიანის ინციდენტი | გამოძიება პორტუგალიის მთავრობამაც დაიწყო

ბენფიკა-რეალის მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რასისტულ ნიადაგზე შესაძლო შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება პორტუგალიის მთავრობამაც დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა იტყობინება.

ადმინისტრაციული სამართალწარმოება „სპორტში ძალადობასთან ბრძოლის და პრევენციის სამსახურში“ (APCVD) მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში დისციპლინარულ სასჯელს სწორედ ეს უწყება გამოიტანს.

საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში APCVD-მ აღნიშნა, რომ საქმის შესწავლა დაწყებულია მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც უეფას ორგანიზებული მატჩის მსვლელობისას ვინისიუს ჟუნიორის მისამართით რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

თუ გამოძიება დაადგენს, რომ ჯანლუკა პრესტიანის მხრიდან რასიზმის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი, „ბენფიკასა“ და მის ფეხბურთელს შესაბამისი სანქციები დაეკისრებათ - ეს შეიძლება იყოს ფულადი ჯარიმა, ისე სამართალდაცვავ ორგანოებში საქმის გადაგზავნა.

ცნობისთვის, „ბენფიკასა“ და „რეალის“ მატჩის მეორე ნახევარში ვინისიუსი შეხვედრის მთავარ არბიტრთან, ფრანსუა ლეტექსიესთან მივიდა და უთხრა, რომ „ბენფიკას“ ფეხბურთელმა, ჯანლუკა პრესტიანიმ, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა. ბრაზილიელი გარემარბის თქმით, პრესტიანიმ მას „მაიმუნი“ უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რასისტული სკანდალი რეალისა და ბენფიკას მატჩში | ვინისიუსისა და პრესტიანის კომენტარები
რასისტული სკანდალი რეალისა და ბენფიკას მატჩში | ვინისიუსისა და პრესტიანის კომენტარები