ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ხვიჩა თამაშისთვის მზადაა | ლიგა 1-ში ქართველების დაპირისპირება შედგება

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში ლუის ენრიკეს გაწვრთნილი პსჟ მეცს მიიღებს. 

არსებობდა ეჭვი, რომ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას მცირე დისკომფორტის გამო აღნიშნულ შეხვედრაში არ ეთამაშა, თუმცა პსჟ-ს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით ქართველი შემტევი ჯანმრთელადაა და თამაშისთვის მზადაა.

ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სა და მონაკოს მატჩში ხვიჩა კვარაცხელია დისკომფორტის გამო შეცვალეს. გამოცემის ჟურნალისტის, არტურ პეროს ცნობით, უსმან დემბელეს ტრავმის ფონზე კვარაცხელიას არყოფნა გუნდის მდგომარეობას გაართულებდა, თუმცა ხვიჩა ტრავმირებული არაა და სავარაუდოდ მეცის წინააღმდეგ მოედანზე ვიხილავთ.

შეგახსენებთ, მეცში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: გიორგი აბუაშვილი, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი ქვილითაია. ასე რომ საფრანგეთის ჩემპიონატში ქართველების დაპირისპირება შედგება.

პსჟ - მეცის მატჩი 22 თებერვალს, 00:05 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბიჭი, რომელმაც იუვენტუსი გააოცა - ტალანტი ნიკოლოზ კობზონაძე | კონტრ-შეტევა
ბიჭი, რომელმაც იუვენტუსი გააოცა - ტალანტი ნიკოლოზ კობზონაძე | კონტრ-შეტევა