გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ბოლო ვარჯიშიც გამოტოვა | ქოჩორაშვილი ტრავმაზე მკურნალობს

გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა და განაცხადშიც არ ყოფილა. „ლომებმა“ „პორტუსთან“ „ და „ფამალიკაუსთან“ ითამაშეს და ქართველი ფეხბურთელი მათ ვერ დაეხმარა, რაც ტრავმით იყო განპირობებული.

პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, „ქოჩო“ მკურნალობს და ჯერჯერობით უცნობია, მოედანს როდის დაუბრუნდება. A Bola-ს მიხედვით, 26 წლის ნახევარმცველმა დღევანდელი ვარჯიშიც გამოტოვა და მკურნალობის პროცესს განაგრძობს.

მიმდინარე სეზონში ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით პორტუგალიის ჩემპიონატში 14-ჯერ ითამაშა, პორტუგალიის თასზე 3-ჯერ იასპარეზა, ჩემპიონთა ლიგაზე - 2-ჯერ. მის ანგარიშზე ორი შედეგიანი გადაცემაა. საერთო ჯამში, მან ყველა ტურნირზე ერთად, მოედანზე 862 წუთი გაატარა.

ცნობისთვის, „სპორტინგს“ 55 ქულა აქვს და პორტუგალიის ჩემპიონატში მეორე გახლავთ. „ლომები“ „პორტუს“ 4 ქულით ჩამორჩებიან და მათი მომდევნო მეტოქე „მორიერენსეა“, რომელსაც 21 თებერვალს, სტუმრად შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი თავდამსხმელი ევროპაში“ | Marca-ს სტატია მიქაუტაძეზე
„ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი თავდამსხმელი ევროპაში“ | Marca-ს სტატია მიქაუტაძეზე