„ეგონა, რომ დამჩაგრავდა“ | ერნანდესმა დოლიძესთან გამართული ბრძოლა გაიხსენა
ენტონი ერნანდესმა რომან დოლიძესთან გამართული ორთაბრძოლა გაიხსენა. „ფლაფიმ“ „კავკასიელი“ მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება UFC-ისთვის გაკეთებული განცხადება იყო.
„დოლიძესთან გამარჯვებით UFC-ს ვუთხარი, რომ ჩემთან თამაში შეწყვიტონ და მომცენ მეტოქე, რომელიც ნამდვილი ტესტი იქნება. რომანს ეგონა, რომ გადამივლიდა და ისე დამჩაგრავდა, როგორც უფროსი ძმა უმცროს ძმას ჩაგრავს, მაგრამ ჩემთან ეს ვერ მოხდებოდა.
როდესაც ჯანმრთელი ვარ, ორგანიზაციის ნებისმიერი მებრძოლის დამარცხება შემიძლია. მასთან ჩხუბში სწორედ ამ ენერგიით შევედი და თუ ცდილობ, რომ ისე დამჩაგრო, როგორც დიდი ძაღლი პატარას ჩაგრავს, მეც იგივე დამოკიდებულება მექნება.“
ცნობისთვის, ჰერნანდესი მომდევნო ორთაბრძოლას შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ გამართავს, რომელთანაც „კავკასიელი“ ხშირად სპარინგობს. სტრიკლენდისა და ერნანდესის დაპირისპირება თბილისის დროით, 22 თებერვალს გაიმართება.