ხვიჩა კვარაცხელია, რაფინია დიასი, უსმან დემბელე, ლამინ იამალი
Aa
Aa

მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | ხვიჩა GiveMeSport-ის რეიტინგში

ავტორიტეტულმა გამოცემა GiveMeSport-მა შეადგინა მსოფლიოს 20 საუკეთესო გარემარბის რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

25 წლის კვარაცხელია რეიტინგში მე-4 ადგილზეა, მის შესახებ კი გამოცემა შემდეგს წერს:

„საჩემპიონო სეზონის შემდეგ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნა, თუმცა როცა ქართველი ვარსკვლავის გადაბირებას ევროპის ყველაზე დიდი კლუბები ცდილობდნენ, მისი წასვლა უბრალოდ დროის საკითხი იყო - საბოლოოდ ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენში“ აღმოჩნდა. სკუდეტოს სეზონში კვარამ 25 გოლში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სეზონში კი მისი შედეგიანობა შემცირდა, მაგრამ საფრანგეთში ის ისევ ბრწყინავს. 

ბურთის ფლობისას ეს გარემარბი ცდილობს, გამოიყენოს თავისი დრიბლინგი და ზეწოლისგან თავის დაღწევას ძალიან კარგად ახერხებს. სისწრაფისა და ძალის ეს ერთობლიობა ყველაზე კარგად ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს შარშანდელ მატჩებში გამოჩნდა. კვარაცხელია პარიზელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო“.

რეიტინგს სრულად ბმულზე გაეცნობით, პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ლამინ იამალი (ბარსელონა)
2. უსმან დემბელე (პსჟ)
3. რაფინია (ბარსელონა)
4. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
5. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
6. მაიკლ ოლისე (ბაიერნი)
7. ბუკაიო საკა (ატლეტიკო)
8. მოჰამედ სალაჰი (მილანი)
9. ლუის დიასი (ბაიერნი)
10. დეზირე დუე (ასტონ ვილა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგია, რომ სენტ-ეტიენმა დავითაშვილი შეინარჩუნა“ - ბაფეტიმბი გომისი
„კარგია, რომ სენტ-ეტიენმა დავითაშვილი შეინარჩუნა“ - ბაფეტიმბი გომისი