„დუბლის გაფორმებაც შეეძლო“ - ესპანური პრესა მიქაუტაძეზე
ლა ლიგის მე-16 ტურის გამოტოვებულ მატჩში „ვილიარეალმა“ სტუმრად „ლევანტე“ გიორგი მიქაუტაძის გოლით დაამარცხა (1:0). მატჩის შემდეგ ესპანურმა პრესამ ქართველი ფორვარდის თამაში ასე შეაფასა.
El Desmarque: დრიბლინგის ხარჯზე ბურთის წინ წაწევას ახერხებდა. რამდენჯერმე ჩავიდა ნახევარდაცვაში ბურთის მისაღებად. მატჩის მიმდინარეობასთან ერთად სულ უფრო კარგად გამოიყურებოდა და გაიტანა გოლი, რომელმაც მისი გუნდი დააწინაურა.
Marca: „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ გოლი მწიფდებოდა და ეს გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ქართველი კარგად გაიხსნა, მიიღო ბურთი და პირველ ჯერზე დარტყმა ვერ მოახერხა, გაუკეთა პასი პეპეს, შემდეგ ბურთი ისევ მიიღო და ისარგებლად იმით, რომ „ლევანტეს“ მეკარე რაიანს პოზიცია ჰქონდა დაკარგული.
El Pais: გეიემ მიქაუტაძეს კარგი პასი გაუკეთა, ქართველმა კი პეპესთან „კედელი“ გაითამაშა და რაიანის კარი აიღო. მიქაუტაძეს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, რასაც ასეთ დაძაბულ მატჩებში შეიძლება დიდი რისკი მოჰყოლოდა.
ცნობისთვის, მიქაუტაძის ანგარიშზე ლა ლიგაში უკვე 8 გოლი და 4 საგოლე პასია. „ვილიარეალმა“ ამ მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში „ატლეტიკოს“ გადაასწრო და მესამე პოზიციაზე აღზევდა. მარსელინოს გუნდს 48 ქულა აქვს, მეორეზე 58 ქულით „ბარსელონაა“, „რეალი“ კი 60 ქულით ლიდერობს.
მიქაუტაძის მომენტები VS ლევანტე