ვილიარეალი, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

“შეტევაში პასიურები ვიყავით“ - მარსელინო ხეტაფესთან წაგების შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ხეტაფეს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ყვითელი წყალქვეშა ნავის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა კომენტარი გააკეთა.

მარსელინო:

„ვიცოდით, როგორ უნდა გვეთამაშა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. პირველ ტაიმში პასიურები ვიყავით, განსაკუთრებით შეტევაში. როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის კარს ან საჯარიმოს არ უახლოვდები, გამარჯვება შეუძლებელია. ხეტაფეს ბევრი შანსი არ ჰქონდა, მათ ჩვენი სულელური შეცდომებით ისარგებლეს.

ყველამ იცის, რომ მოწინააღმდეგის მაისურზე მოქაჩვა პენალტია. თამაშამდე განვიხილეთ ორი სიტუაცია, რომლებშიც არ უნდა აღმოვჩენილიყავით. 10 ფეხბურთელით არ უნდა დავრჩენილიყავით და პენალტი არ მიგვეღო.

საბოლოო ჯამში, ხეტაფეს გამარჯვება დამსახურებული იყო. ამაში წვლილი ჩვენი შეცდომებით ჩვენც შევიტანეთ. სამომავლოდ გამარჯვებისთვის ასეთი შეცდომები თავიდან უნდა ავიცილოთ.“

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ვილიარეალს 45 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. გამარჯვების შემთხვევაში, მარსელინოს გუნდი ატლეტიკოს გადაასწრებდა და მესამე პოზიციას დაიკავებდა. შემდეგ ტურში ყვითელი წყალქვეშა ნავი ლევანტეს ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ ხეტაფეს წინააღმდეგ, ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ 76-ე წუთზე გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს დუბლით | სენტ-ეტიენმა გენგამს მოუგო
ზურიკოს დუბლით | სენტ-ეტიენმა გენგამს მოუგო