ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

იეგოიანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ექსელსიორის დრამატული მარცხი

ნიდერლანდების ერედივიზიეში, 23-ე ტურში ექსელსიორმა შინ ალკმაარს ამარცხებდა (1:0), თუმცა მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე ორი გოლი გაუშვა და შეხვედრა 1:2 დათმო.

ექსელსიორის ქართველი ნახევარმცველი ირაკლი იეგოიანი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, დაცვასა და შეტევაში ბევრი იმუშავა, აქტიურობდა, მათ შორის გატანილი გოლის ეპიზოდში. ირაკლი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

 

ექსელსიორის ქართველი ლიდერი მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურ გუნდში სხვადასხვა გამოცემების მიხედვით არაერთხელ ვიხილეთ (ეს მისი სადებიუტო სეზონია უმაღლეს ლიგაში). პირველად მე-13 ტურში მოხვდა, როცა აიაქსს სტუმრად მოუგეს (Voetbalprimeur-ის ვერსიით), მეორედ მე-17 ტურში, როცა ზვოლესთან გამარჯვების გოლი გაიტანა (Voetbalprimeur-სა და ESPN-ის ვერსიით), მესამედ 21-ე ტურში აიაქსთან ფრედ დასრულები მატჩის შემდეგ (ESPN-ისა და Telegraaf-ის ვერსიით), მეოთხედ ბრედასთან გატანილი საოცარი გოლის შემდეგ (ESPN-ისა და Telegraaf-ის ვერსიით).

Sterren van Kralingen (კრალინგენის ვარსკვლავები) საფეხბურთო კლუბ ექსელსიორის მიერ დაწესებული ჯილდოა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. ირაკლიმ ეს პრიზიც მიიღო, როცა მისი გოლით ზვოლე დაამარცხეს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ერედივიზიეში 20 მატჩი ჩაატარა, 20-დან ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, 20-დან 18-ში 90 წუთი ითამაშა. მის აქტივში 6 საგოლე მოქმედებაა, 4 გოლი და 2 საგოლე პასი. პლუს ერთი მატჩი ნიდერლანდების თასზე, სკამზე იჯდა, თუმცა ცვლილებაზე გამოვიდა და 74 წუთი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო მიქაუტაძე ჯერ არ გვინახავს | მარსელინოს ქართველის ეიმედება
საუკეთესო მიქაუტაძე ჯერ არ გვინახავს | მარსელინოს ქართველის ეიმედება