გოგლიჩიძე დამაჯერებელი იყო | ქართველი მცველის კარგი მატჩი პრესტონთან
ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში პრესტონი-უოტფორდის მატჩი 2:2 დასრულდა. ახალი მთავარი მწვრთნელის, 35 წლის ბელგიელი სპეციალისტის, ედვარდ სტილის ხელმძღვანელობით უოტფორდმა პირველად ითამაშა, თუმცა მოუგებელი სერია გრძელდება და დღეს შვიდ მატჩამდე გაიზარდა, ბოლო შვიდი შეხვედრიდან 4 ფრედ დაასრულა, 3 დათმო.
უოტფორდის სასტარტო შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშეს. გოგლიჩიძისთვის ინგლისურ კლუბში პირველი სასტარტო იყო, სადებიუტო მატჩისას ცვლილებაზე გამოვიდა.
მატჩის სტარტზე საბა გოგლიჩიძემ გუნდის კარი ძალიან სახიფათო დარტყმას აარიდა. რომ არა საბას ვარდნა, შესაძლოა მომენტი გოლით დასრულებულიყო. ზოგადად, საბა საიმედო იყო, ორთაბრძოლებში კარგად შედიოდა და მეტოქის მწვავე შეტევა არერთხელ განმუხტა. საბა 61-ე წუთზე შეცვალეს, მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ მეტოქის ფეხბურთელმა უხეშად ითამაშა.
გოგლიჩიძის გამორჩეული მომენტები
ანგარიში პრესტონმა მე-19 წუთზე გახსნა და პირველი ტაიმი ამ გოლით მოიგო. მეორე გაშვებული გოლის ეპიზოდში გოგლიჩიძე მოედანზე არ ყოფილა.
ჩაკვეტაძეს პირველ ტაიმში შეტევაში ღირებულები არაფერი შეუქმნია, თამაშში სიმწვავე ვერ შეჰქონდა და შესვენებისას შეცვალეს. მეორე ტაიმში უოტფორდმა თამაში შემოატრიალა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ამ მომენტისთვის, როცა ტური ჯერ არ დასრულებულა, უოტფორდი 45 ქულით მე-12 ადგილზეა, საუკეთესო სამეულთან სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა.
33-ე ტურში, 21 თებერვალს უოტფორდი დერბის მიიღებს.