ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია | ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის სამზადისი დაიწყო. მოსამზადებელი პერიოდი 2 ეტაპად იყოფა – პირველი თბილისური ვარჯიშებია, მეორე კი, დანიური შეკრება, სადაც 27 თებერვალს ჩვენი ეროვნული გუნდი 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 ტურის მატჩს გამართვავს. დანიასთან მომდევნო შეხვედრა კი 2 მარტს, თბილისში ჩატარდება.

თბილისი არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ის კანდიდატები შეიკრიბნენ, რომლებიც სუპერლიგის გუნდებში თამაშობენ. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ეროვნულ გუნდში 24 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაგან 9 ლეგიონერი პირდაპირ დანიაში, 23 თებერვალს ჩავა, მანამდე კი, 17-დან 21 თებერვლის ჩათვლით, ქართულ კლუბებში მოთამაშე 15 კალათბურთელი თბილისურ შეკრებაზე ეცდება, დანიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს.

აქვე ვთქვათ, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ნაკრებს 26 თებერვალს, კოპენჰაგენში შეუერთდება, რადგან მის კლუბ „ბარსელონას“ 25-ში ევროლიგაში თამაში აქვს. 5-დღიან თბილისურ შეკრებაზე გამოძახებულმა 15-მა კალათბურთელმა გუშინ თბილისი არენაზე ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ვარჯიშს იმყოფებოდნენ: გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), ლუკა ზაქრაძე (რაში), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე (ორივე მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კსუ-კავკასია), ლევან გოგიჩაიშვილი (ვსა), კახა ჯინჭარაძე, გიორგი სულაბერიძე (ორივე ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ანზორ ნადირაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი), ვილი ისიანი (რუსთავი).

gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქეთის ჩემპიონატის MVP და ბომბარდირი - ახალი ნატურალიზებული ნაკრებში
თურქეთის ჩემპიონატის MVP და ბომბარდირი - ახალი ნატურალიზებული ნაკრებში