ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესოთა სიაშია | BILD-მა ლოჩოშვილის სეზონი შეაფასა

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ, BILD-მა 2025-26 წლების სეზონის ნიურნბერგის ფეხბურთელების თამაში შეაფასა, მათ შორის ლუკა ლოჩოშვილის, რომელიც ბუნდესლიგა 2-ში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო.

BILD: „საზაფხულო ტრანსფერმა (ერთ მილიონ ევროდ იტალიური კრემონეზედან) სრულად გაამართლა. მოგებული საჰაერო ორთაბრძოლების (126), ორთაბრძოლების მოგების პროცენტული მაჩვენებლისა (62,4%) და ზუსტი პასების (88,4%) მიხედვით იგი ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ოცეულში შევიდა. ამას ემატება შთამბეჭდავი 7 საგოლე მოქმედება (5 გოლი, 2 საგოლე გადაცემა)''.

ლოჩოშვილი იუბილარია, დღეს 28 წლის გახდა. მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპია, შესაძლოა საუკეთესოც კი. 2025 წლის ზაფხულში კრემონეზედან ნიურნბერგში გადავიდა და მიროსლავ კლოზესთან მუშაობისას იდ ნდობა და სათამაშო დრო მიიღო, რაც იტალიურ კლუბში ძალიან აკლდა. ბუნდესლიგა 2-ში 34 ტურიდან მხოლოდ 1 გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ასევე, 33-ვე მატჩში სასტარტოში იყო, 32-ში 90 წუთი ითამაშა და მხოლოდ ერთხელ, მე-7 ტურში ჰერტასთან შეცვალეს, 70-ე წუთზე. მის აქტივში 7 საგოლე მოქმედებაა, 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

საინტერესოა რომ სეზონის ბოლო ტურში ჰანოვერთან ლოჩოშვილის ავტოგოლი დაფიქსირდა, თუმცა მატჩის მიწურულს თავად შეაგდო და ამ გოლით გუნდი მარცხისგან იხსნა. მთელი სეზონის განმავლობაში დაცვასა და შეტევაში დიდ როლს ასრულებდა, გუნდის თამაშზე დიდ გავლენას ახდენდა და მოსალოდნელია, რომ კარიერას უფრო ძლიერ კლუბსა და უფრო ძლიერ ჩემპიონატში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა ხვიჩა Goal-ის რეიტინგში
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა ხვიჩა Goal-ის რეიტინგში