მექვაბიშვილის საგოლე გადაცემა | კრაიოვა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა
ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. რუმინეთის ჩემპიონმა ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლა „ვიტებსკთან“ დაიწყო და ბელარუსული კლუბი უშანსოდ დაამარცხა.
„კრაიოვამ“ პირველი შეხვედრა სტუმრად გამართა და 4:1 იმარჯვა. განმეორებითი მატჩი ბევრად დაძაბული გამოდგა და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ნიკუსორ ბანკუმ გაიტანა და „ვიტებსკის“ კარი შორეული დარტყმით აიღო — 1:0.
მექვაბიშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო. ანზორმა საგოლე გადაცემა მიითვალა და ბანკუს პასი სწორედ მან გაუკეთა.
ცნობისთვის, „კრაიოვამ“ ორი მატჩის ჯამში 5:1 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე „ლევსკის“ დაუპირისპირდება. ბულგარულმა კლუბმა ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩემპიონი, „ბორაც ბანია ლუკა“ უშანსოდ დაამარცხა — 5:1. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 21 ივლისს გაიმართება.