მაიკლ ოლისე
Aa
Aa

ოლისეს რეალში გადასვლა უნდა | როგორია ბაიერნის პოზიცია

სანტი აუნა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფრანგი ჟურნალისტია, რომელიც Footmercato-სთვის მუშაობს. მან ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა და მაიკლ ოლისეს სამომავლო გეგმებზე დაწერა.

აუნას ცნობით, ოლისეს სურს, ამ ზაფხულს „რეალში“ გადავიდეს. „ბაიერნის“ შემტევს მიაჩნია, რომ „ბლანკოსი“ მისი კარიერული განვითარებისთვის იდეალური კლუბია. მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ გარიგებას დახურავენ და მზად არიან, „რეკორდმაისტერს“ რეკორდული სატრანსფერო თანხა გადაუხადონ.

„ბაიერნის“ პოზიცია ასეთია: მაიკლ ოლისე არ იყიდება, თუმცა ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. აუნას მიხედვით, „რეკორდმაისტერს“ ოლისესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ შექმნილ მდგომარეობას ითვალისწინებს და დაუკავშირდა ფეხბურთელებს, რომლებსაც მის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს. აუნას მიხედვით, „ბაიერნი“ და ოლისე სამომავლო გეგმებს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განიხილავენ.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელზეც მიუნხენელები ფიქრობენ, ბრედლი ბარკოლაა. ეს უკანასკნელი პრემიერ-ლიგის კლუბების რადარებზეც იმყოფება და მისით „ლივერპული“ და „არსენალი“ ინტერესდებიან.

ცნობისთვის, ოლისე 24 წლისაა და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 150 მილიონი ევროა. რაც შეეხება ბარკოლას, ის 23 წლისაა და Transfermarkt-ზე 70 მილიონად არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან დიდი მომავალი აქვთ, მალე თავის სიტყვას იტყვიან | ქეცბაია კვარასა და ციკოლიაზე
ძალიან დიდი მომავალი აქვთ, მალე თავის სიტყვას იტყვიან | ქეცბაია კვარასა და ციკოლიაზე