იბერია 1999, სპაერი, ვახტანგ ბედოშვილი, გიორგი ჯინჯოლავა
Aa
Aa

ჩემპიონის რთული გამარჯვება - იბერიამ სპაერს აჯობა

თითქმის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, ამა თუ იმ საფეხბურთო კლუბს ორ ფრონტზე ბრძოლა ძალიან უჭირს. ყოველივე ეს წელს საკუთარ თავზე „იბერია 1999“-მა იწვნია. საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს 22-წლიანი ნატვრა აუსრულა და ევროტურნირის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა, თუმცა ყოველივე ეს Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პოზიციების დათმობად დაუჯდა, რასაც ეტაპობრივად იბრუნებს.

ანდრეი დემჩენკოს შეგირდებს, რომლის დისკვალიფიკაციის არყოფნაშიც ფეხბურთელებს უკრაინელის ასისტენტი ირაკლი მოდებაძე უძღვებოდა, „სპაერის“ წინააღმდეგობის დაძლევაც ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვების გოლი არბიტრის მიერ კომპენსირებულ მე-12 წუთზე მაინც გაიტანეს. დაცვიდან ბურთი დიდებულად ამოიტანა ლუქსემბურგელმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა და გრძელი პასით კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა მონახა, რომელმაც ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა, ვახტანგ ბედოშვილს გაატანინა და საბოლოო ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.

ცნობისათვის, ამ გამარჯვების შემდეგ „იბერია 1999“-ს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ცხრილში 40 ქულა დაუგროვდა, მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ „დინამო ბათუმს“ 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა ჩემპიონებს ზღვისპირელებთან შედარებით ორი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორპედოს ფრე გაგრასთან | ქუთაისელთა მოუგებელი სერია 4 მატჩამდე გაიზარდა
ტორპედოს ფრე გაგრასთან | ქუთაისელთა მოუგებელი სერია 4 მატჩამდე გაიზარდა