ხვიჩა კვარაცხელია, ბუკაიო საკა
Aa
Aa

„ხვიჩა მსოფლიო დონის ფეხბურთელია...“ - პენანტმა საკა და კვარა შეადარა

„არსენალისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯერმეინ პენანტმა Sports Mole-სთან ინტერვიუს დროს ბუკაიო საკას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 24 წლის შემტევს შეუძლია მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ისეთ ვარსკვლავებამდე, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე არიან, ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

რას ამბობს პენანტი:

„ვფიქრობ, არსებობს პოტენციალი, რომ ის მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ციფრებს უნდა შევხედოთ. თუ დავაკვირდებით იმ ფეხბურთელებს, რომლებზეც იმავე პოზიციებზე თამაშობენ - დემბელეს და ხვიჩა კვარაცხელიას - აი, ეს არის მსოფლიო დონე.“

არის თუ არა ბუკაიო საკა ამ ორ ფეხბურთელთან ერთად ერთსა და იმავე დონეზე განსახილველი? ვფიქრობ, არა. სანამ ის არ მიაღწევს იმ მაჩვენებლებს, სანამ არ გააკეთებს იმას, რასაც ისინი კვირიდან კვირამდე აკეთებენ...

მართალია, ისინი სხვა ლიგაში თამაშობენ, მაგრამ თქვენ ამას მაინც ხედავთ ჩემპიონთა ლიგის თამაშებში, ხედავთ ეროვნული ნაკრების რიგებში – სანამ ჩვენ ამას საკასგანაც არ დავინახავთ, არ ვფიქრობ, რომ შეგიძლიათ უწოდოთ მას მსოფლიო დონის ფეხბურთელი.

შეგიძლიათ თქვათ, რომ ის დიდებული ფეხბურთელია? აბსოლუტურად. მსოფლიოში საუკეთესო? ჯერ არა. შეუძლია ამ დონეს მიაღწიოს? დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ არის ის ახლა ასეთი? არა.

ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიამ წლევანდელ სეზონში გამართულ 5 შეხვედრაში თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 25 წლის ქართველმა ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ 2:1 მოგებულ მატჩში გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონობაში დაეხმარა.  „მონაკოსთან“ 1:2 საშინაო თამაშში, რომელშიც მისი გუნდი 1:2 დამარცხდა, საგოლე გადაცემა მიითვალა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილის 3 საგოლე მომენტი - რაიო ვალეკანო რეალთან დამარცხდა
წიტაიშვილის 3 საგოლე მომენტი - რაიო ვალეკანო რეალთან დამარცხდა