ხეტაფე, საბა საზონოვი
Aa
Aa

ხეტაფეს ფრე დეპორტივოსთან - საზონოვმა 84-ე წუთიდან ითამაშა

ლა ლიგის მე-5 ტურში, საბა საზონოვის „ხეტაფე“ საკუთარ მოედანზე ლა კორუნიას „დეპორტივოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქართველი მცველი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 84-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. დამატებული დროის ჩათვლით, საზონოვმა 12 წუთამდე ითამაშა და ამ დროის განმავლობაში ბურთს 6-ჯერ შეეხო, 3-დან 2 ზუსტი პასი გააკეთა, კარისკენ ერთხელ დარტყმაც შეძლო, რომელიც დაიბლოკა და დაცვაში ორჯერ განმუხტა სახიფათო ეპიზოდი. Sofascore-ზე მისი თამაში 6.7 ქულით შეფასდა.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, 66-ე წუთზე „ხეტაფე“ ტერატსმა დააწინაურა, 78-ე წუთზე კი ობამეიანგმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საბა საზონოვი „ხეტაფეს“ შემადგენლობაში მეოთხედ გამოჩნდა. ამ ოთხიდან ერთხელ სასტარტო შემადგენლობაში იყო, სამჯერ კი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. ასევე, ქართველმა მცველმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრაშიც ითამაშა.

5 ტურის შემდეგ „ხეტაფე“ 5 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 17 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ბეტისის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაგუას დუბლი | ჩემპიონატის შვიდ მატჩში 9 საგოლე მოქმედება აქვს
გაგუას დუბლი | ჩემპიონატის შვიდ მატჩში 9 საგოლე მოქმედება აქვს