ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

გიზიმ გაიტანა, კიტემ პენალტი გააფუჭა - შტურმმა ჩემპიონს მოუგო

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში, გიზი მამაგეიშვილისა და ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე გათამაშების მოქმედ ჩემპიონს და სატურნირო ცხრილის პირველადგილოსან ლასკ-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში გიზი მამაგეიშვილი იყო, რომელმაც ბუნდესლიგის ახალ სეზონში პირველი გოლის გატანა შეძლო. გიზიმ 34-ე წუთზე თავისი გუნდი 1:0 დააწინაურა.

გიზის გოლის შემდეგ მოპოვებული უპირატესობა მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს გაანიავეს, თუმცა მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე დიაკიტეს მიერ გატანილი გოლით გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლეს.

გიზი მამაგეიშვილის დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 24 შეხება, 10-დან 5 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, 2 ზუსტი გრძელი პასი, 1 პასით შექმნილი საგოლე მომენტი, 1 დარტყმა და გოლი, დაცვაში განმუხტული 1 სახიფათო იერიში, 3 დაბრუნებული ბურთი. Sofascore-ის შეფასება - 7.8 ქულა.

რაც შეეხება კიტეიშვილს, ავსტრიის ჩემპიონატის სამგზის საუკეთესო მოთამაშე მატჩში 61-ე წუთიდან, გიზი მამაგეიშვილის ნაცვლად ჩაერთო და გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, თუმცა მატჩის მიწურულს ლასკ-ის კარში დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 23 შეხება, 8-დან 5 ზუსტი პასი, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 დარტყმა, 1 ართმევა, 1 განმუხტვა, 3 დაბრუნება. Sofascore-ის შეფასება - 6.3 ქულა.

გიზი მამაგეიშვილმა ბუნდესლიგის ახალ სეზონში ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და როგორც გითხარით, პირველი გოლიც გაიტანა. ასევე, ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიის თასზეც გამოიჩინა თავი. რაც შეეხება კიტეიშვილს, 30 წლის ნახევარმცველისთვის ეს ბუნდესლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი იყო, 1 კვირის წინ კი ავსტრიის თასზე 13 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა.

6 ტურის შემდეგ „შტურმს“ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, სტუმრად „ზალცბურგთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჭირო დროს საჭირო ადგილას - იმნაძის დუბლი ყაზახეთში
საჭირო დროს საჭირო ადგილას - იმნაძის დუბლი ყაზახეთში