საჭირო დროს საჭირო ადგილას - იმნაძის დუბლი ყაზახეთში
Aa
Aa

საჭირო დროს საჭირო ადგილას - იმნაძის დუბლი ყაზახეთში

მიმდინარე სეზონში უზბეკეთთან შედარებით, ყაზახეთის ჩემპიონატში შედარებით ნაკლები ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ ვინც დარჩნენ, ტური არ გავა, რომ შედეგიანი ასპარეზობით არ დაამახსოვრონ გულშემატკივარს თავი. ამ მხრივ „ჟენისში“ ლუკა იმნაძე გამოირჩევა, რომელმაც პრემიერლიგის 26-ე ტურში „ყიზილჟართან“ (3:1) მოპოვებულ საშინაო გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მასპინძლები 31-ე წუთზე დააწინაურა - მისი თანაგუნდელის დარტყმა ხარიხამ მოიგერია, ლუკა კი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და უპრობლემოდ გაიტანა. 74-ე წუთზე მან უკვე დუბლი შეასრულა და პირველი გოლის მსგავსად, აქაც შეიძლება იმის თქმა, რომ თავის გამოჩენაში საგოლე ალღო დაეხმარა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იმნაძეს არც ერთ შემთხვევაში გოლი არ აღუნიშნავს, რადგან ყოფილი კლუბის წინააღმდეგ უწევდა ასპარეზობა.

ცნობისათვის, ამ შეხვედრაში მასპინძლების რიგებში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ზურაბ თევზაძე ასპარეზობდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ხოლო იმნაძე მთავარმა მწვრთნელმა არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე დროის გაყვანის მიზნით შეცვალა. აქვე გეტყვით, რომ 26 ტურში დაგროვებული 32 ქულით „ჟენისი“ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეგოიანმა 90 წუთი ითამაშა | ექსელსიორი დამატებულ წუთზე დამარცხდა
ეგოიანმა 90 წუთი ითამაშა | ექსელსიორი დამატებულ წუთზე დამარცხდა