თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 8 ქულა - ბარსელონამ ბურგოსს მარტივად მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბარსელონამ სან პაბლო ბურგოსს უმასპინძლა და მარტივად 91:76 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 24 წუთი და 17 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, შენგელიამ 8 ქულას, 8 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მატჩის მიმდინარეობისას შენგელიამ ერთხელ სცადა 3-ქულიანის ჩაგდებადა ააცილა. რვა 2-ქულიანიდან 4 გამოიყენა, ხოლო ერთი საჯარიმო ტყორცნა არაზუსტად შეასრულა.

8 მოხსნიდან 5 საკუთარ ფარზე შეასრულა, 3 კი მეტოქის. აღსანიშნავია, რომ შენგელიას პერსონალური ფოლი არ მიუღია.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ბარსელონას სატურნირო ცხრილში 42 ქულა დაუგროვდა და ლიდერ რეალს 10 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები