გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგა მე-4 ადგილზე დაასრულა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე, ლაგუნა ტენერიფე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნიკახას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 80:85 დამარცხდა.

გიორგი შერმადინი ძირითად ხუთეულში მოგვევლინა და კარგი მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი და 15 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 14 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ტენერიფეში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მილსს ჰქონდა - 23 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი.

შერმადინმა 7 ორ ქულიანიდან 6 გამოიყენა, 3 საჯარიმო ტყორცნიდან კი 2  ჩააგდო. 3 მოხსნიდან ორი საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი მეტოქის. ჯამში ქართველმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ტენერიფეს ლიგა ენდესაში 5 მატჩი დარჩა და ამ მომენტისთვის 34  ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები