ჯიკიჩის გაფართოებული შემადგენლობა - მზადება იწყება
27 თებერვალს და 2 მარტს დანიელებთან გასამართი მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მოსამზადებლად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების დამრიგებელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც საუკეთესოებს უახლოეს მომავალში შეარჩევს. შეკრებას და სავარჯიშო პროცესს სერბი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ქართველი კალათბურთელები ხვალიდან თბილისში დაიწყებენ, მოგვიანებით კი შემადგენლობა გაიცხრილება და გამორჩეულები დანიაში გაემგზავრებიან, სადაც მათ ადგილზე ლეგიონერებიც შეუერთდებიან.
საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად ხდება, რომ ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება ლეგენდარული გიორგი შერმადინი, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა და მის გარეშე თამაშს გუნდი ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს. სიახლეა მარკის რიდის სახით ახალი ნატურალიზებული კალათბურთელის ხილვა, რომელიც თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ბომბარდირია. საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მარკის რიდი (ტრაბზონი). რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი). გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი). ლუკა მაზიაშვილი (კსუ). მათე ხატიაშვილი (ბასკონია). ლუკა ზაქრაძე (რაში). დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი). სანდრო სანაძე (მარგვეთი). გიორგი კობახიძე (მარგვეთი). ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კსუ). ლევან გოგიჩაიშვილი (ვსა). კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი). ალექსანდრე ფევაძე (თსუ). გიორგი სულაბერიძე (ქუთაისი). ანზორ ნადირაძე (ვსა). თორნიკე შენგელია (ბარსელონა). ბექა ბურჯანაძე (გრანადა). გიორგი კორსანტია (გიპუზკოა). ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე). ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი). ლუკა კალატოზიშვილი (ვსა). გიორგი ტურძილაძე (ვსა). რომან ჭინჭარაული (მარგვეთი). ვილი ისიანი (რუსთავი).
შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში როგორც საქართველოს, ასევე დანიის ნაკრები დამარცხდა და თებერვლიდან ორივეს ეს გუნდი პირველი ქულების დაგროვებას შეეცდება.