გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის 2 ქულა - ორლანდომ დეტროიტს მოუგო და სერიაში დაწინაურდა

NBA-ს პლეი-ოფის მერვედფინალში ორლანდო მეჯიქმა დეტროიტს უმასპინძლა, 113:105 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

მეჯიქს 25 ქულით და 7 მოხსნით ბეინმა ულიდერა. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ქართველ კალათბურთელს ცოტა სათამაშო დრო მიეცა.

გოგამ პარკეტზე 10 წუთი და 54 წამი დაყო. მან არასრულ 11 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.

მატჩის მიმდინარეობისას, გოგამ 3-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოუვიდა.

2 მოხსნიდან ერთი საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი მეტოქის. ჯამში კი ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 28 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 04:00-დან დაიწყება.

 8-SEED MAGIC ????

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები