ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„კარგია, რომ სენტ-ეტიენმა დავითაშვილი შეინარჩუნა“ - ბაფეტიმბი გომისი

სენტ-ეტიენის ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. „გენგამთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ დავითაშვილმა ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა (10 გოლი) და ლიდერ ლუი მაფუტას მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება.

Tribune Verte-სთან ინტერვიუში „სენტ-ეტიენის“ ყოფილმა ფორვარდმა, ბაფეტიმბი გომისმა აღნიშნა, რომ საკმაოდ სარფიანი წინადადების მიუხედავად დავითაშვილისა და ლუკა სტასენის შენარჩუნებით „მწვანეებმა“ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

ბაფეტიმბი გომისი:

„სენტ-ეტიენს“ გაუმართლა, რომ კლუბის მფლობელებს, Kilmer Sports Ventures-ს ასეთი მიდგომა აქვს. პროექტი ძალიან ამბიციურია და ეს გადაწყვეტილება ძლიერი გზავნილი იყო. ვნახეთ, რომ ზაფხულშიც დავითაშვილისა და სტასენს წასვლის ვარიანტები ჰქონდათ და თვითონ ფეხბურთელებიც მზად იყვნენ ტრანსფერისთვის.

თუმცა ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულ ფუნდამენტს ქმნის და ეს ძალიან კარგია. ასეთი მიდგომა გვაჩვენებს, რომ კლუბის აქციონერებს გრძელვადიანი გეგმები აქვთ, რისთვისაც ჩვენგან ნდობას იმსახურებენ“.

ცნობისთვის, ბაფეტიმბი გომისი „სენტ-ეტიენის“ აკადემიის აღზრდილია, პირველ გუნდში კი 2004-2009 წლებში თამაშობდა და 165 მატჩში 49 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მისთვის იდეალური პოზიცია არ არის“ - ესპანური მედია გულიაშვილზე
“მისთვის იდეალური პოზიცია არ არის“ - ესპანური მედია გულიაშვილზე