კილიან მბაპე
Aa
Aa

პსჟ-მ მბაპეს 4 მილიონი ევრო გადაუხადა. საქმე ჯერ არ დასრულებულა

 პსჟ-ს თავის ყოფილ თავდამსხმელთან, კილიან მბაპესთან ანგარიშსწორება ბოლომდე არ დაუსრულებია.

L’Équipe-ს ცნობით, პარიზელებმა ფრანგს დარჩენილი ვალიდან, კერძოდ 6 მილიონიდან 4 მილიონი გადაუხადეს და საქმე ჯერ ისევ არ არის დახურული.

მხარეებს შორის დავა 2024 წლის ზაფხულში მოთამაშის მადრიდის „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის შემდეგ გრძელდება.

2025 წლის დეკემბერში, პარიზის შრომითმა სასამართლომ პსჟ-ს დააკისრა მბაპესთვის 60,9 მილიონი ევროს გადახდა, საიდანაც 55 მილიონი ხელფასებსა და ბონუსებს შეადგენს, დაახლოებით 5,9 მილიონი კი დარიცხულ საშვებულებო თანხებსა და ვალის პროცენტს.

თუმცა, ფეხბურთელმა პსჟ-სგან მხოლოდ 55 მილიონი მიიღო. საბოლოოდ, სასამართლო აღმასრულებლების ვიზიტის შემდეგ, კლუბმა მბაპეს 4 მილიონი გადაუხადა, 2 მილიონის ოდენობის ვალი კვლავ დაუფარავი რჩება.

პსჟ-ს მტკიცებით, „მბაპეს კუთვნილი ყველა თანხა კლუბის მიერ უკვე გადახდილია“ და გამოთვლებში სხვაობას ტრანშების რაოდენობით ხსნის. საქმესთან დაახლოებული რამდენიმე წყარო კი ამ ვერსიას უარყოფს.

გარდა ამისა, პარიზულ კლუბს სურს, რომ მბაპემ უარი თქვას მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც კლუბი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში საკუთარი ვებგვერდის მთავარ გვერდზე სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტი გამოაქვეყნოს. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა „პსჟ-ს“ სასამართლო აღმასრულებლის მორიგი ვიზიტი ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესმის, რომ იმედგაცრუებულია“ - სლოტმა მამარდაზე ილაპარაკა
„მესმის, რომ იმედგაცრუებულია“ - სლოტმა მამარდაზე ილაპარაკა