ირაკლი იეგოიანი, ექსელსიორი
Aa
Aa

იეგოიანის ქუსლით პასს გოლი მოჰყვა | ექსელსიორის მარცხი ფორტუნა სიტარდთან

ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიეს 24-ე ტურში ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორი“ სტუმრად „ფორტუნა სიტარდს“ დაუპირისპირდა. როტერდამელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს და „ალკმაართან“ მატჩის მსგავსად, ამჯერადაც 1:2 დამარცხდნენ.

იეგოიანმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 78-ე წუთზე, როდესაც „ფორტუნა სიტარდი“ 2:0-ს იგებდა, „ექსელსიორის“ გოლი ქართველი ფეხბურთელის კარგ თამაშს მოჰყვა. ირაკლიმ ბურთი მკერდით მიიღო, თანაგუნდელ მიკე ვან დუინენს ქუსლით შესანიშნავი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ნოა ნაუიოკსს გაატანინა.

92-ე წუთზე იეგოიანის ჩაწოდებას ზუსტი დარტყმა მოჰყვა, თუმცა მთავარმა არბიტრმა წესების დარღვევა დააფიქსირა და საფინალო სირენამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. საერთო ჯამში, ქართველი ფეხბურთელი ბურთს 48-ჯერ შეეხო, 31-დან 28 ზუსტი გადაცემა შეასრულა, 3 საკვანძო პასი ჰქონდა, 1 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, 7-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი 2-ჯერ დაიბრუნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. Sofascore-მა მისი თამაში 6.9 ქულით შეაფასა.

ცნობისთვის, „ექსელსიორს“ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებს. იეგოიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1-ელ მარტს გამართავს და საშინაო არენაზე „გოუ ეჰედ იგლზსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერძენი მეკარე ლივერპულის რადარზე | რა გეგმები აქვთ წითლებს?
ბერძენი მეკარე ლივერპულის რადარზე | რა გეგმები აქვთ წითლებს?