გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

ფროზინონემ ემპოლის ვერ მოუგო | კვერნაძე მეორე ტაიმში შეცვალეს

სერია ბ-ს 26-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ მე-11 ადგილზე მყოფ „ემპოლის“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა 2:2. „ფროზინონემ“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და ხვალ სატურნირო ცხრილის ლიდერ „ვენეციას“ უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა ექნება.

ანგარიში მე-18 წუთზე სტუმართა ფორვარდმა, სტივენ შპენდიმ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს ფარეზ გეჯემისმა ანგარიში გაათანაბრა. 54-ე წუთზე „ემპოლის“ სწრაფი კონტრშეტევა ისევ შპენდიმ დააგვირგვინა და თავისი გუნდი დააწინაურა, თუმცა მალევე ილიას კუცუპიასმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

რაც შეეხება კვერნაძეს, მან 82 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან 6.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. კვერნაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 2 დარტყმა კარისკენ, 1 დარტყმა კარში, 37 შეხება ბურთთან, 2 წარუმატებელი დრიბლინგი, 20-დან 16 ზუსტი პასი (80%), 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 2 საკვანძო პასი, 6-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა და 4 დაბრუნებული ბურთი.

26 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 53 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს „ვენეციასთან“ იყოფს, თუმცა კონკურენტზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში კვერნაძის გუნდი 1 მარტს „კატანძაროს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იეგოიანის ქუსლით პასს გოლი მოჰყვა | ექსელსიორის მარცხი ფორტუნა სიტარდთან
იეგოიანის ქუსლით პასს გოლი მოჰყვა | ექსელსიორის მარცხი ფორტუნა სიტარდთან