ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილმა პენალტი აიკიდა - ნიურნბერგმა ქულები დაკარგა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტური ლუკა ლოჩოშვილისთვის წარუმატებელი გამოდგა. „ნიურნბერგის“ 27 წლის ცენტრალური მცველი „ბოხუმთან“ საგარეო მატჩის 70-ე წუთამდე, ისევე როგორც წლევანდელ სეზონში გამართული შეხვედრების უმეტესობაში, საიმედოდ და დამაჯერებლად მოქმედებდა. თუმცა არბიტრის საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე, ისეთი შეცდომა დაუშვა, რამაც საბოლოო შედეგზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.

„ნიურნბერგი“ „ბოხუმს“ მოჰამედ ალი ზომას მიერ 38-ე წუთზე გატანილი ბურთით ამარცხებდა, მაგრამ 70-ე წუთზე მასპინძლების ერთ-ერთი შეტევის შემდეგ, მათმა ფეხბურთელმა კარში დარტყმა გადაწყვიტა, რომელიც ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში ხელით შეაჩერა და არბიტრმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ზუსტად ფრანსის ონიეკამ შეასრულა და საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა.

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ათბალიანი სისტემით 7.3 მეათედი შეფასება მიიღო. ლუკა ბურთს 78-ჯერ შეეხო, პასები 84-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, სახიფათო მომენტი 4-ჯერ განმუხტა, ბურთი თავის გუნდს 4-ჯერ დაუბრუნა და ექვსიდან ექვსივე ორთაბრძოლა მოიგო.

ცნობისათვის, 23 ტურში დაგროვებული 30 ქულით „ნიურნბერგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი და მისი თანაგუნდელები 1 მარტს, სტუმრად „ჰერტასთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 16:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერძენი მეკარე ლივერპულის რადარზე | რა გეგმები აქვთ წითლებს?
ბერძენი მეკარე ლივერპულის რადარზე | რა გეგმები აქვთ წითლებს?