დირკ შუსტერი, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

„ორ ფეხბურთელს კიდევ დავიმატებთ“ - შუსტერი შეკრებით კმაყოფილია

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2026 წლის გათამაშებაში წინა სეზონების მსგავსად, ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი „ტორპედო“ იქნება. ქუთაისის კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში უცხოური შეკრება კვიპროსში გაიარა, სადაც სამი საკონტროლო თამაში ჩაატარა, ორში გაიმარჯვა და ერთი ფრედ დაასრულა. საქართველოს 4-გზის ჩემპიონმა ჯერ დანიის „ლიუნგბიუსთან“ (1:1), შემდეგ კი სომხეთის „არარატ-არმენიასთან“ (1:0) და კვიპროსის „აია ნაპასთან“ (3:1) ჩაატარა სპარინგები. რამდენად კარგად მოემზადა ახალი სეზონისთვის „ტორპედო“, ამის თაობაზე კლუბის ვებ-გვერდთან ინტერვიუში გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.

დირკ შუსტერი

კვიპროსში მოსამზადებლად კარგი პირობები გვქონდა. სავარჯიშო მოედანი მშვენიერ კონდიციაში იყო და საკონტროლო მატჩებითაც კმაყოფილი, განსაკუთრებით კარგი კი საწყისი ორი შეხვედრა იყო, რადგან „ლიუნგბიუსთან“ და „არარატ-არმენიასთან“ მაღალი ინტენსივობით ვითამაშეთ. ბოლო სპარინგი ამინდის გაუარესების გამო „აია ნაპასთან“ სხვა სტადიონზე ჩავატარეთ და თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებს მივეცი, რომელთაც შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

ფეხბურთელების მომზადების დონით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ სეზონის დაწყებას სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ვიცი, რომ მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვს, რის გამოც ტრანსფერებზე ვმუშაობთ. კლუბის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ და ძალიან დიდი ალბათობით, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის დაწყებამდე კიდევ ორ ახალ მოთამაშეს დავიმატებთ.

ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2026 წლის გათამაშებას „ტორპედო“ დებიუტანტ „სპაერთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს. შეხვედრა 28 თებერვალს, ქუთაისში „შენგელია არენაზე“ ჩატარდება და სტარტს 21:00 საათზე აიღებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაფინანსება ალბათ გაიზრდება, იზრდება კლუბების კონტროლიც“ - ფონდის დირექტორი სამომავლო გეგმებზე
„დაფინანსება ალბათ გაიზრდება, იზრდება კლუბების კონტროლიც“ - ფონდის დირექტორი სამომავლო გეგმებზე