დინამო ბათუმი
Aa
Aa

ახალი მენეჯმენტი კლუბის სათავეში - დინამო ბათუმის სიახლეები

2026 წლის Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გათამაშებას „დინამო ბათუმი“ სერიოზული სიახლეებით ხვდება. ყველამ კარგად იცის, რომ ზღვისპირულ კლუბში მფლობელი შეიცვალა და ასპროცენტიანი წილის მფლობელი თემურ მიქელაძე გახდა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სიახლეები მხოლოდ პრეზიდენტის შეცვლით არ ამოწურულა და ცვლილებები მენეჯმენტის დიდ ნაწილსაც შეეხო.

გავრცელებული ინფორმაციით კლუბის გენერალურ მენეჯერად ნიკოლოზ ჯღარკავა დაინიშნა, რომელიც პასუხისმგებელი „დინამო ბათუმის“ ეფექტურ მართვაზე, ლიცენზირების პროცესზე, ასევე სპორტული და ბიზნეს-მიმართულებების სრულ კოორდინაციაზე იქნება. საფეხბურთო ოპერაციების მენეჯერის პოსტზე ნიკოლოზ ჭანტურია იმუშავებს და ის ლოჯისტიკურ საქმიანობას, მატჩის დღის ორგანიზებასა და კლუბის ყოველდღიურ საოპერაციო მართვას უზრუნველყოფს. სკაუტინგი და სატრანსფერო პოლიტიკის შემუშავება საფეხბურთონ სტრატეგიის ხელმძღვანელს ზურაბ თიგიშვილს დაევალება, ხოლო აკადემიის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების, მწვრთნელთა განათლებისა და ფეხბურთელთა განვითარების მიმართულებით ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ზურაბ ორაგველიძე იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ფინანსურად გაძლიერების მიუხედავად, „დინამო ბათუმი“ ჯერჯერობით ახალი ფეხბურთელების დამატებას ვერ ახერხებს, რადგან ფიფასგან სატრანსფერო აკრძალვა აქვს დაწესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდს სატრანსფერო შეზღუდვა აქვს“ - ბათუმის დინამოს განცხადება
„გუნდს სატრანსფერო შეზღუდვა აქვს“ - ბათუმის დინამოს განცხადება