დუდა სანაძე
Aa
Aa

სანაძის ეფექტური დებიუტი - 24 ქულა ალიკანტესთან

როგორც მოგეხსენებათ, დუდა სანაძე კარიერას პალმერ ბასკეტში აგრძელებს, რომლის რიგებშიც მას დებიუტი ჰქონდა.

ესპანეთის მეორე დივიზიონის მეშვიდე ტურში პალმერ ბასკეტი სტუმრად ალიკანტეს დაუპირისპირდა და უშანსოდ 73:109 დამარცხდა.

წაგების მიუხედავად, სანაძეს კარგი მატჩი გამოუვიდა. ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩის მიმდინარეობისას, სანაძემ 7-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 5 გამოუვიდა. 6-ჯერ ისროლა 3-ქულიანი და სამი ჩააგდო. 3 საჯარიმო ტყორცნიდან კი 2 გამოიყენა. ამ შედეგით, დუდა ორივე გუნდს შორის საუკეთესო იყო.

ცნობისთვის, პალმერ ბასკეტი მიმდინარე სეზონში აშკარა აუტსაიდერია. სანაძის გუნდს 7 მატჩიდან 6 წაგება და 1 მოგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები