ლევან კორღალიძე
Aa
Aa

თითქოს ერთსულოვნება ყველამ დავკარგეთ | კორღალიძე ნაკრების წარუმატებლობაზე

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ესპანეთს დაუპირისპირდა. მატჩი „ფურია როხას“ გამარჯვებით დასრულდა და „ჯვაროსნებს“ მუნდიალზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვთ — 0:4.

ნაკრების ბოლოდროინდელ წარუმატებლობასთან დაკავშირებით მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე'' ისაუბრა.

ლევან კორღალიძე: „ძალიან კომპლექსურ პრობლემებს ვაწყდებით. გარედან რთულია სიმართლესთან მაქსიმალური მიახლოებული აზრები გამოიტანო,  მაგრამ მე რასაც ვუყურებ, თითქოს ის ერთობა აღარ გვაქვს. ვგულისხმობ გულშემატკივრებს, ფეხბურთში ჩართულ ადამიანებს, ნაკრების წევრებს... ერთსულოვნება იგრძნობოდა, ერთად ვიდექით. ამ ფაქტორმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. თითქოს ერთსულოვნება აღარ ჩანს.

თურქეთთან სტუმრად მარცხის შემდეგ ვილიმ თქვა, რომ ეიფორიიდან ვერ გამოვედითო, მაგრამ ვერ დავეთანხმები, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩეხეთთან მაგრად ვითამაშეთ, ალბანეთს მოვუგეთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელები უკეთეს კლუბებსა და უკეთეს ჩემპიონატებში გადავიდნენ, რაც ნიშნავს, რომ მოტივაცია არ დაკარგეს.

როცა ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაშინაც საქართველოს ნაკრების თამაშით აღფრთოვანებული არ ვიყავით, მაგრამ შედეგი იყო, პირველ ნომრად არ ვთამაშობდით, თითქოს ამ გზას გადავუხვიეთ. ესპანეთთან თამაშის ცუდი გამოცდილება გვაქვს. მახსოვს, როცა 4 მცველით ვითამაშეთ, 1:7 წავაგეთ.

მე 5 მცველით თამაში არ მომწონს, მაგრამ იქიდან გამოვდივარ ნაკრებს რა წარმატება მოუტანა. 5 მცველი არ ნიშნავს, რომ „ჩამჯდარი'' ხარ''.

ლადო ბურდული ჩაერთო: „ჩათვალე შეტევაშიც უპირატესობა გაქვს, თუ ფლანგებს სწორად გამოიყენებ''.

ლევან კორღალიძე: „რა თქმა უნდა''.

5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. „ჯვაროსნები" თურქეთს 9 ქულით, ხოლო ესპანეთს 12 ქულით ჩამორჩებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი მატჩია დარჩენილი, რომელსაც 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთთან გავმართავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთთან 0:4 დავმარცხდით | საქართველოს ნაკრებს მსოფლიოზე გასვლის შანსი აღარ აქვს
ესპანეთთან 0:4 დავმარცხდით | საქართველოს ნაკრებს მსოფლიოზე გასვლის შანსი აღარ აქვს